logo_geo
სამბოს ფედერაცია ლაშა ტალახაძეს თანადგომას უცხადებს
- +

8 თებერვალი. 2020. 13:52

 

 

საქართველოს სამბოს ფედერაციამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაშა ტალახაძეს თანადგომა გამოუცხადა.

 

„საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია გმობს ჩვენი სასახელო სპორტსმენის, ლაშა ტალახაძის მიმართ მიმდინარე ბინძურ კამპანიას. ქვეყნისა და ერის წინაშე მისი ღვაწლი ფასდაუდებელია! საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს ლაშას!“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი