logo_geo
პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
- +

11 თებერვალი. 2020. 18:32

 

 

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ავადმყოფობის გამო სახლიდან აღარ გამოდის. მას დამოუკიდებლად სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სიაც აწუხებს. 79 წლის პე­ლეს წე­ლის პრობ­ლე­მე­ბიც აწუ­ხებს, ის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. ამ ინფორმაციას მისი შვილი, ასევე ყოფილი ფეხბურთელი, ედინიო ავრცელებს.

 

სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც  ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად საყოველთაოდაა მიჩნეული, გასულ წელს საავადმყოფოში მოხვდა. 79 წლის პელეს ბარძაყის პრობლემები ჰქონდა და ბოლო დროს საზოგადოებაში ეტლით ჩნდებოდა.

 

ძალიან მორიდებული გახდა“, – განუცხადა ედინიომ ბრაზილიურ ტელევიზიას, – ამიტომ, ახლა სახლში ყოფნა ურჩევნია. გარეთ გასვლის სურვილს თითქმის არ გამოთქვამს“.

 

თავის 21-წლიან კარიერაში პელემ 1363 მატჩი ჩაატარა და 1281 გოლი გაიტანა, მათ შორის 77 გოლი ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 91 მატჩში.

 

 

big_banner
არქივი