logo_geo
ფეხბურთელებთან ერთად მინდორზე გასვლისთვის ბავშვები კლუბებს ფულს უხდიან
- +

12 თებერვალი. 2020. 11:01

 

 

ბევრი კლუბი იღებს ფულს ბავშვებისგან იმ შესაძლებლობისთვის, რომ მათ პრემიერლიგის მატჩების წინ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გასვლის უფლება მიიღონ.

 

ირკვევა, რომ კლუბები ბავშვებისგან 100-დან 700-მდე ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. საფეხბურთო გულშემატკივართა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალკოლმ კლარკმა გააკრიტიკა ამგვარი პრაქტიკა.

 

„ბევრი კლუბი აგროვებს ფულს საქველმოქმედო საქმეებისთვის, მაგრამ ეს რამდენადმე ირონიულად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბოლოოდ, ისინი ფულს ბავშვებს ართმევენ“, – თქვა კლარკმა.

 

„არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ნიუკასლი“ და „საუთჰემპტონი“ არ იღებენ ფულს „თილისმებისგან“. ამ კლუბებში იღბლიანებს კენჭისყრით არჩევენ.

 

ამ გზით კლუბების შემოსავალი წელიწადში ნახევარ მილიონ ფუნტს აჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი