logo_geo
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
- +

17 თებერვალი. 2020. 13:18

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიისა და სერბეთის გუნდებთან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

 

პირველი ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში გუშინ საღამოს გაიმართა, რომელშიც 14 კალათბურთელი მონაწილეობდა. დუდა სანაძე და თად მაკფადენი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ და ნაკრებს დღეს შეუერთდებიან.

 

სადებიუტო წვრთნა მოთელვითი ხასიათის იყო და მწვრთნელთა შტაბს მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა მხოლოდ გიორგი ცინცაძეს აქვს, რომელმაც სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი მომავალი მატჩებისთვის ფორმის აღდგენას მოასწრებს.

 

საქართველო-შვეიცარიის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 20 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი