logo_geo
ლაშა ტალახაძე: ჩემი გულშემატკივრების აქტიურობამ, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა
- +

21 თებერვალი. 2020. 13:34

 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა“, - ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა.

 

ცნობისთვის: საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) ლაშა ტალახაძე დღეს მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს.

 

 

 

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისა და ხმის მოცემისთვის.

 

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

 

ოთხგზის მსოფლიო, ოთხგზის ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

 

 

big_banner
არქივი