logo_geo
„ფლამენგოს“ მწვრთნელმა ჟურნალისტებს კორონავირუსით დაავადება უსურვა
- +

25 მარტი. 2020. 10:15

 

 

ბრაზილიური „ფლამენგოს“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი, რომელსაც ერთი კვირის წინ კრონავირუსი აღმოუჩინეს, სამშობლოში დაბრუნდა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, აეროპორტში 65 წლის სპეციალისტი ალყაში მოაქციეს ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა.

 

 

მედიის წარმომადგენლებს, ჟესუსისგან განსხვავებით, არ ჰქონდათ დამცავი საშუალებები – სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები. ამან გააბრაზა მწვრთნელი და რაღაც მომენტში, თავის ავადმყოფობაზე შეკითხვისას ვერ მოითმინა და ჟურნალისტებს პირდაპირ მიახალა: „ეს თქვენ უნდა შეგყროდათ ვირუსი“.

 

 

უფრო ადრე ჟესუსმა განაცხადა, რომ წავიდა კარანტინში, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი