logo_geo
ნეიმარს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება
- +

23 ნოემბერი. 2016. 21:52



Cadena SER-ის ინფორმაციით ესპანეთის პროკურატურა „ბარსელონას" თავდამსხმელის ნეიმარის ორწლიან პატიმრობას ითხოვს. ბრაზილიელ ფეხბურთელს თაღლითობაში  ადანაშაულებენ. ასევე ნეიმარს 10 მილიონი ევროს სახით ჯარიმა ემუქრება.


პროკურორის აზრით, „ბარსას" თავდამსხმელმა და მამამისმა ბრაზილიური საინვესტიციო კომპანია DIS-ი მოატყუეს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „ბარსაში" ტრანსფერის დროს ფეხბურთელზე უფლებების 40 პროცენტი მათ ეკუთვნოდათ, მაგრამ კატალონიურ კლუბს, „სანტოსსა" და ნეიმარს შორის გარიგების გამო მათ კუთვნილი წილი არ მიუღიათ.


სათქმელია, რომ ამ საქმეში მონაწილეობისთვის „ბარსას" ყოფილ პრეზიდენტს სანდრო როსელს, შესაძლოა, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.


 

 

 

big_banner
არქივი