logo_geo
ფიფა 2019-20 წლების სეზონს უვადოდ გააგრძელებს
- +

6 აპრილი. 2020. 20:22

 

 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) უვადოდ გააგრძელებს 2019-20 წლების სეზონს მთელს მსოფლიოში. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Athletic წერს.

 

 

წყაროს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ საფეხბურთო ფედერაციებს – დამოუკიდებლად განსაზღვრონ სეზონის დასრულების ვადები. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი არ მისცემს ქვეყნებს საშუალებას – გააუქმონ სეზონი, როგორც ეს ბელგიის შემთხვევაში მოხდა და ამან უეფას უკმაყოფილება გამოიწვია.

 

 

გარდა ამისა, ორგანიზაციის გეგმებში შედის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვადების შეცვლა. იტყობინებიან, რომ ფიფა ნებას დართავს გააგრძელონ იმ ფეხბურთელების კონტრაქტები, რომელთა ვადაც 2020 წლის ივნისში იწურებოდა.

 

 

საფეხბურთო სეზონი გრძელდება მხოლოდ ბურუნდიში, ნიკარაგუაში, მიანმაში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი