logo_geo
ლეგენდარული ქართველი კომენტატორი კოტე მახარაძე უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა
- +

23 აპრილი. 2020. 14:21

 

ლეგენდარული ქართველი კომენტატორი კოტე მახარაძე უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები და მათ შორის მახარაძის ეს ფრაზაც მოხვდა: „ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა - თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს“.

 

 

ეს სიტყვები კოტე მახარაძემ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, როდესაც 1981 წელს თბილისის „დინამომ” თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.

 

 

უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც წერია, რომ ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა.

 

 

 

big_banner
არქივი