logo_geo
გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატი მაყურებლის გარეშე განახლდა
- +

16 მაისი. 2020. 22:17

 

 

გერმანიაში კორონავირუსის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. 26-ე ტურის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის „ბორუსია“ „შალკე-04“-ს შეხვდა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

 

შეხვდრაში დუბლი რაფაელ გერეირუმ გაიფორმა. „შალკეს“ კარში ერლინგ ჰოლანდმა და ტორგან აზარმაც გაიტანეს.

 

თამაშების მსვლელობისას ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს, რათა მაყურებელმა სტადიონზე შესვლა ვერ შეძლოს.

 

ჯანდაცვის მკაცრი პროტოკოლების პირობებში, გულშემატკივრებს სტადიონებზე შესვლა ეკრძალებათ. მატჩების მიმდინარეობისას, მოთამეშეების, თანამშრომლებისა და ოფიციალური პირების ჩათვლით, სტადიონსა და მის მიმდებარედ, ჯამში 300-მდე ადამიანი იქნება.

 

ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და აქამდე კარანტინშიც იყვნენ

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი