logo_geo
კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი ხდება
- +

19 მაისი. 2020. 00:38

 

 

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ავიაკატასტროფაში გარდაიცვალნენ, ცნობილი ხდება აუტოფსიის შედეგები, რომელსაც უცხოური მედია აქვეყნებს.

 

ავიაკატასტროფაში, კობისა და მის შვილთან ერთად, 9 ადამიანი დაიღუპა, სიკვდილის მიზეზი ე.წ. „ბლაგვი ტრავმა“ გახდა.

 

ჯგუფი კალათბურთის თამაშზე მიდიოდა, როდესაც ვერტმფრენი ბორცვს შეეჯახა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო ავარიის გამომწვევი მიზეზის ძიებას განაგრძნობს. თუმცა, მთავარ ფაქტორად მაინც უამინდობა სახელდება.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია უცხოურ მედიაში, რომ  პილოტის ორგანიზმში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არსებობა არ დადასტურდა.

 

 

big_banner
არქივი