logo_geo
ისტორიული თარიღი - საქართველოს ნაკრების პირველი მატჩიდან 30 წელი გავიდა
- +

27 მაისი. 2020. 10:05

 

 

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 30 წლისაა. 1990 წლის 27 მაისს, ეროვნულმა გუნდმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ ლიეტუვის ნაკრებთან ჩაატარა.

 

 

ეს იყო ამხანაგური მატჩი, რომელიც ამხანაგურად დასრულდა – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან გოლები გია გურულმა და კახა კაჭარავამ გაიტანეს.

 

 

მას შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 235 მატჩი გამართა, რომელთაგან 71 მოიგო, 49 ფრედ ითამაშა და 115 წააგო.

 

 

საქართველო – ლიტვა 2:2

 

 

27.05.1990. ამხანაგური. თბილისი, ეროვნული სტადიონი. 65000    

 

 

გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12), 1:1 გია გურული (62, პენ), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81)

 

 

საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (46. მელორ ბიგვავა), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი)

 

 

მწვრთნელი: გივი ნოდია

 

 

ლიტვა: ვალდემარას მარტინკენასი (86. არვიდას კონციავიჩუსი), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (17. ვირგინიუს ბალტუშნიკასი), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი

 

 

მწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი

 

 

მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი; ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი 1992 წელს გახდა და შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო. „ჯვაროსნების“ პირველი ოფიციალური ტურნირი ევრო 1996-ის შესარჩევი ციკლი იყო, სადაც გუნდმა გერმანისია და ბულგარეთის შემდეგ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში აჩვენა, როდესაც ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება პირველად მიიღო.

 

 

ამჟამად, „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატამდე ორი მატჩი აშორებთ – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადითაა გადატანილი. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს ნაკრებების წყვილში უძლიერესს ფინალში შეხვდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი