logo_geo
„ორიაკის“ განცხადებით, მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა
- +

4 ივნისი. 2020. 13:29

 

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი „ორიაკი“ დატოვა.

 

 

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, „პრო დ2“-ში მოასპარეზე „ორიაკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ დატოვა. „ორიაკმა“ ქართველ მორაგბეს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

 

 

„ბორჯღალოსნების“ კაპიტანი „ორიაკში“ 2014 წლის სეზონში, „ბრესანიდან“ გადავიდა. მან კლუბის სახელით 74 მატჩი ჩაატარა და რვა ლელო დადო.

 

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მორაგბე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი