logo_geo
ჟერარ პიკე: ჩემპიონატის მოგება ახლა ძალიან რთული იქნება
- +

20 ივნისი. 2020. 17:13

 

 „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში „სევილიასთან“ ნათამაშევი უგოლო ფრის თაობაზე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ჩემპიონობა ახლა რთული იქნება, რადგან ბევრი რამ მის გუნდზე უკვე დამოკიდებული აღარ არის.

 

„ჩემპიონატის მოგება ძალიან რთული იქნება, რადგან ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. „რეალ მადრიდმაც“ უნდა დაკარგოს ქულები, რაც, მათი ბოლო ორ ტურში ნაჩვენები თამაშის დონის მიხედვით, ნაკლებად მოსალოდნელია“, – მოჰყავს პიკეს სიტყვები „მუნდო დეპორტივოს“.

 

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები „ბარსელონას“ სამი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვთ: 21 ივნისს სამეფო გუნდი სტუმრად „რეალ სოსიედადს“ ეთამაშება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი