logo_geo
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

23 ივნისი. 2020. 11:40

 

 

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პიერინო პრატი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, – დაწერა გამოცემა „ფუტბოლ იტალიამ“.

 

პრატის კარიერის საუკეთესო წლები „მილანში“ აქვს გატარებული. 1966-73 წლებში ამ გუნდის რიგებში მან 102 გოლი გაიტანა. 1969 წელს, მან ჩემპიონთა თასი მოაგებინა „მილანს“, როცა „აიაქსთან“ ფინალურ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

 

პრატი იტალიის ჩემპიონი იყო (1968), ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ ჩემპიონთა თასი (1969). 1968 წელს, მან იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1970 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

 

 

big_banner
არქივი