logo_geo
გია ცეცაძე უკრაინის პრემიერ-ლიგის კლუბს გაწვრთნის
- +

23 ივნისი. 2020. 14:53

 

 

უკრაინული მედიის ცნობით „საბურთალოს“ ექს-მწვრთნელი გია ცეცაძე კარიერას უკრაინის პრემიერ-ლიგაში გააგრძელებს. 45 წლის სპეციალისტი ხელშეკრულებას კლუბ „ლვოვთან“ გააფორმებს, რომელიც მეორე ექვსეულში მეხუთე ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

 

„ლვოვში“ ქართველი ფეხბურთელები არ ასპარეზობენ. საინტერესოა, რომ ცეცაძეს 8 ბრაზილიელთან მოუწევს მუშაობა.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში გია ცეცაძე „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მან თბილისურ კლუბში არნემის „ვიტესის“ ექს-შემტევი გიორგი ჭანტურია მიიწვია, თუმცა, ცეცაძე-ჭანტურიას დუეტი თბილისურ კლუბს ვერ შეეწყო. მათ კლუბი სეზონის დაწყებამდე დატოვეს.

 

ცეცაძის სამწვრთნელო კარიერაში „ლვოვი“ პირველი უცხოური კლუბი იქნება. მან 2013 წელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. 2015-17 წლებში „სამტრედიაში“ წარმატებით მუშაობდა, იმერული კლუბი საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

 

ცეცაძე ასევე წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივს“.' კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელობისას ცეცაძე საქართველოს ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი