logo_geo
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა
- +

1 ივლისი. 2020. 13:41

 

 

თორნიკე შენგელია და მისი გუნდი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ. „ბასკონიამ“ მეტოქე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით – 69:67 დაამარცხა.

 

თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა, ოთხი მოხსნა და ორი პასია.

 

შენგელიამ მატჩის მეოთხე პერიოდში ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო და მნიშვნელოვანი ჩაჭრა გააკეთა. მეოთხე პერიოდშივე თორნიკემ „ბარსელონას“ ლიდერს, ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა აკიდა და პარკეტი ნაადრევად დაატოვებინა. ფაქტმა მატჩის „ბასკონიას“ სასარგებლოდ დასრულებაში დიდი როლი ითამაშა.

 

 

big_banner
არქივი