logo_geo
თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში განაგრძობს
- +

9 ივლისი. 2020. 13:15

 

 

თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში განაგრძობს.

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

ტრანსფერი დღეს როგორც მოსკოვის საკალათბურთო კლუბის, ასევე „ბასკონიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.

 

შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის მანძილზე გამართულ 318 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა. განსაკუთრებით წარმატებული კი მისთვის გასული სეზონი იყო, როდესაც გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

 

 

big_banner
არქივი