logo_geo
თორნიკე შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ
- +

9 ივლისი. 2020. 16:04

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ის ახლა მოსკოვის „ЦСКА“-ს კალათბურთელია.

 

შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობა.

 

ქართველმა კალათბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, აგვისტოში შენგელია მოსკოვში ჩავა და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. მოსკოვის არმიელთა ცენტრალურ კლუბს 97-წლიანი ისტორია აქვს, ამ ხნის მანძილზე „ЦСКА“-მ 8-ჯერ მოახერხა ევროლიგის მოგება. ამ დროისთვის ევროპის საკლუბო რეიტინგში „არმიელები“ პირველ ადგილზე იმყოფებიან.

 

„კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ“, – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

 

 

 

big_banner
არქივი