საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო გვილია ვარშავის ლეგიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონი გახდა.
ლეგიამ ვარშავაში კრაკოვია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 75-ე წუთზე კი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, რაც ცეკვით აღნიშნა.
ამ მატჩზე მაყურებელი დაუშვეს, თუმცა ლიმიტირებული რაოდენობით. ლეგია მეთოთხმეტედ გახდა პოლონეთის ჩემპიონი და ტიტულების რიცხვით ვისლასა და ვაკოს გვილიას ყოფილ გუნდ გურნიკს გაუთანაბრდა. ექსტრაკლასაში ვაკოს გვილიას 8 გოლი აქვს გატანილი, 2 - თასზე, ერთიც - ევროპალიგაზე.