logo_geo
ტოჩინოშინი გამარჯვებით დაბრუნდა
- +

19 ივლისი. 2020. 12:51

 

 

ოთხ თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იაპონიაში სუმო დაბრუნდა. კორონავირუსის პანემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ივლისის ბაშო, რომელიც ტრადიციულად ნაგოიაში იმართებოდა, ტოკიოში გადმოიტანეს და დარბაზში მაყურებელიც დაუშვეს.

 

ზაფხულის სუპერტურნირს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირას რანგით შეხვდა. ბაშოს გახსნის დღეს ლევან გორგაძის მეტოქე შიმანოუმი იყო, რომელსაც ქართველი კარიერაში პირველად შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ექს-ოძეკიმ მოწინააღმდეგე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა.

 

ხვალ ტოჩინოშინის წინააღმდეგ 33 წლის ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში ლევან გორგაძე 12-ით შვიდს იგებს.

 

 

big_banner
არქივი