logo_geo
რონალდუმ ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
- +

22 ივლისი. 2020. 16:11

 

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ორშაბათს „იუვენტუსმა“ „ლაციო დაამარცხა ანგარიშით 2:1. ტურინელთა ორივე გოლი რონალდუს ანგარიშზეა.

 

„ლაციოს“ კარში გატანილი მეორე გოლი პორტუგალიელი ფორვარდისთვის 734-ე აღმოჩნდა და მისი წყალობით დაწინაურდა ბომბარდირთა სიაში. ამდენივე გოლი აქვს გატანილი ბრაზილიელ რომარიოს, თუმცა, მას მეტი მატჩი დასჭირდა ამ ნიშნულამდე მიღწევისთვის.

 

ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერი კვლავ „ფეხბურთის მეფეა“ - პელეს ანგარიშზეა 767 გოლი.

 

big_banner
არქივი