logo_geo
დღეს თენგიზ სულაქველიძის დაბადების დღეა
- +

23 ივლისი. 2020. 13:57

 

 

დღეს თენგიზ სულაქველიძის დაბადების დღეა.

 

„ჭომა“ ყველაზე დიდი „დინამოს“ უცვლელი წევრი და საიმედო დასაყრდენი იყო: გუნდში 1978 წელს მისული ათი წელი ერთგულად ემსახურა კლუბს და რამდენიმე დიდებული გამარჯვებაც იზეიმა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, იენის „კარლ ცაისის" წინააღმდეგ.

 

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას.

 

თენგიზ სალუქვაძე არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასისა და თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

 

ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

 

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

 

 

big_banner
არქივი