logo_geo
ლუ უილიამსს სტრიპტიზ-კლუბში ვიზიტის გამო, ათდღიანი კარანტინი ელოდება
- +

27 ივლისი. 2020. 13:51

 

 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია რეგულარულ სეზონს 31 ივლისს განაახლებს. მანამდე გუნდები ორლანდოში, კომპანია „უოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ.

 

როგორც ცნობილი ხდება, „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ კალათბურთელმა, ლუ უილიამსმა ლოკაცია დატოვა და ატლანტაში, ერთ-ერთ სტრიპტიზ-კლუბში იმყოფებოდა. ამის გამო უილიამსს 10 დღის განმავლობაში კარანტინის გავლა მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 31 ივლისს ლუ „ლეიკერსთან“ შეხვედრას გამოტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი