logo_geo
„სან ხოსე“ მეოთხედფინალშია: ვაკო ყაზაიშვილის გოლი და შედეგიანი გადაცემა
- +

28 ივლისი. 2020. 10:53

 

 

 

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) განახლებულ გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

 

რიგით მეხუთე მეოთხედფინალისტი გახდა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსე“, რომელმაც მერვედფინალში ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა „რეალ სოლტ ლეიკი“ – 5:2. „სან ხოსეს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ყაზაიშვილი იყო, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

21-ე წუთზე ყაზაიშვილმა კრისტიან ესპინოსას გაატანინა, მაგრამ „სოლტ ლეიკმა“ ერთ წუთში საპასუხო გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

 

მეორე ტაიმში მაგნუს ერიქსონის პენალტითა და ყაზაიშვილის გოლით, „სან ხოსე“ 61-ე წუთისთვის 3:1 დაწინაურდა. 75-ე წუთზე „სოლტ ლეიკმა“ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბოლო 10 წუთში „სან ხოსემ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და 5:2 გაიმარჯვა.

 

ყაზაიშვილი 81-ე წუთზე კოუელმა შეცვალა, კაშიამ კი 90 წუით ითამაშა.

 

„სან ხოსეს“ მეტოქე მეოთხედფინალში ოთხშაბათს, „კოლამბუსისა“ და „მინესოტას“ მატჩში გაირკვევა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი