logo_geo
37 წლის ქეცბაია და „ქინქი“ - ოქროს ფურცელი კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში
- +

28 ივლისი. 2020. 17:08

 

 

2005 წლის 26 ივლისს კვიპროსულმა „ანორთოსისმა“ კლუბის ისტორიაში ოქროს ფურცელი ჩაწერა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ჩემპიონმა თურქეთის ვიცე-ჩემპიონი „ტრაბზონი“ 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში წვლილი თემურ ქეცბაიამ, გიორგი ქინქლაძემ და კობა წიტაიშვილმა შეიტანეს.

 

პირველი ტაიმი ნიკოლაუს გოლით „ანორთოსისმა“ მოიგო. შესვენების შემდეგ ფათიხ თეკემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მატჩის მიწურულს ფრუსოსია და წიტაიშვილის გოლებით „ანორთოსისმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

 

https://streams.ge/repository/TEMURA_FAMAGUSTA_enc_2.mp4

 

37 წლის ქეცბაიამ სასტარტოში ითამაშა და მეორე ტაიმში ქინქლაძემ შეცვალა, ხოლო 26 წლის წიტაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ქეცბაია პარალელურად გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა გამოცდილი სპეციალისტის, შენოლ გიუნეშის გუნდი დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრიდან ზუსტად 15 წელი გავიდა.

 

საპასუხო მატჩი 2005 წლის 3 აგვისტოს „ტრაბზონის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ქეცბაიას გუნდი გავიდა. ეს წარმატება ''ანორთოსისის'' ისტორიაში ძალიან გამორჩეულია.

 

აღნიშნული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ანორთოსისი'' შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შეხვდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შოტლანდიურმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა და ქეცბაიას გუნდმა ასპარეზობა უეფას თასზე (ევროპა ლიგაზე) გააგრძელა, რომლის დასკვნით ეტაპზე იტალიური „პალერმოს“ ბარიერი ვერ დაძლია და ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, თუმცა „ტრაბზონთან“ გამარჯვება ქეცბაიას გუნდის პირველი ხმაურიანი სენსაცია იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი