logo_geo
თორნიკე შენგელიას „ЦСКА“-ში გადასვლა წლის მთავარ ევროპულ ტრანსფერად დასახელდა
- +

30 ივლისი. 2020. 17:09

 

 

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საკალათბურთო გამოცემამ, „ეუროჰუპსმა“ ევროპაში წლის ათი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი დაასახელა და პირველი ადგილი ქართველი სპორტსმენის „ЦСКА“-ში გადასვლას მიაკუთვნა.

 

„ეჭვგარეშეა. რომ საუკეთესო ათეულში პირველი ადგილი „ბასკონიას“ ლიდერის, შენგელიას რუსულ „ЦСКА“-ში გადასვლას უჭირავს. მოსკოვში მისი ჩასვლით, გუნდის თამაში მნიშვნელოვნად შეიცვლება და გაძლიერდება“, – წერს „ეუროჰუპსი“.

 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია„ ბასკონიაში“ 2014 წლიდან ასპარეზობდა და გასულ სეზონში კი გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი