logo_geo
„საბურთალოს“ ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა
- +

30 ივლისი. 2020. 17:11

 

 

 

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა.

 

 

კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.

 

„გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე მასავით პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან“, – განაცხადა სპორტული გადაცემის ეთერში ხეჩიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი