logo_geo
უცნობი კვარაცხელია, რომელიც ბაზაზე ცხოვრობს და გრამს არ სვამს - ქართველი ტალანტი ყაზანში რჩება
- +

30 ივლისი. 2020. 17:18

 

 

 

რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორი ტელეკომპანია „მატჩ ტვ“-ს ვებგვერდმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის” თავადმსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამას, ბადრი კვარაცხელიას, რომელიც თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.

 

„მადლობა „რუბინის“ მწვრთნელს, სლუცსკის, რომელიც კარგი მწვრთნელია და ხვიჩას მეტი თავისუფლება და მეტი რისკის უფლება მისცა. ხვიჩას სურს, რომ მასთან მუშაობა გააგრძელოს. მან ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ სხვა გუნდში წასვლა არს სურს, სლუცკისთან უფრო მოვუმატებო. საჭიროა დაიხვეწოს, ამაში კი მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის შეზღუდავს, მაშინ არაფერი გამოუვა. გასაგებია, რომ ხვიჩას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს, ის პირველ რიგში გუნდისთვის თამაშობს, მაგრამ სხვის საჯარიმოში უნდა გარისკოს. ხვიჩას ძალიან გაუმართლა, „რუბინში“ ასეთი მწვრთნელი რომ მოვიდა. ის ახალგაზრდაა და საკუთარ თავზე მუშაობა და შეცდომების გამოსწორება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევს“, – ამბობს ბადრი კვარაცხელია.

 

ფეხბურთელის მამის თქმით, ხვიჩა სპოტზე კონცენტრირების მიზნით, საკლუბო ბაზაზე ცხოვრობდა, ამჟამად კი „რუბინშიც“ ბაზაზეა: „ეს მისი გადაწყვეტილებაა და მიიჩნევს, რომ ეს უფრო მოსახერხებელია, როდესაც თავისუფალი დრო აქვს, დამატებით ვარჯიშობს, გადის დარბაზში. სახლში რა უნდა გავაკეთოო – ამბობს. ის ყაზანში სასეირნოდ კი არა, ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა. ღამის ქალაქის ცხოვრება საერთოდ არ აინტერესებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართველს ღვინო არ მოსწონს, მაგრამ საერთოდ არ სვამს და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. კარიერისთვის ახალგაზრდული დრო და წვეულება უნდა მოიკლოს. ფეხბურთის შემდეგ მას ყველაფერი ექნება. თუ შანსს სერიოზულად არ მიუდგები, მაშინ რუსეთში წასვლას აზრი არ აქვს, დარჩი საქართველოში და ატარე დრო“.

 

ცნობილია, რომ ხვიჩას აყვანა „სპარტაკსა“ და „კრასნოდარს“ სურთ. ბადრი კვარაცხელიას თქით, ხვიჩა კლუბის შეცვლას არ აპირებს: „სხვა გუნდზე არ ფიქრობს, ჯერ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, რუსულ ფეხბურთში „ფიზიკაში“ უნდა მოღონიერდეს და გამოცდილება მიიღოს. მამუკა ჯუღელთან ერთად მთელი ოჯახი ვისხედით და გადავწყვიტეთ, რომ სადღაც წასვლა ადრეა. დიახ, ევროპიდან ინტერესი არის, მაგრამ სიჩქარე საჭირო არაა. ახლა ყაზანს კარგი მწვრთნელი და გუნდი ჰყავს და ახალი სეზონისთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აუცილებლად დაისახავენ“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი