logo_geo
ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშოზე მე-9 გამარჯვება იზეიმა
- +

1 აგვისტო. 2020. 16:02

 

 

ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშოს მე-14 დღეს მე-9 გამარჯვება მოიპოვა.

 

ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოკოტუფიჯი იყო, რომელიც ქართველმა სუმოისტმა დამაჯერებლად დაამარცხა.

 

ზაფხულის ბაშოზე ტოჩინოშინს კიდევ ერთი ბრძოლა ელოდება. ლევან გორგოძეს დღეისთვის ტურნირზე ცხრა გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს.

 

თუ მე-15 დღეს ტოჩინოშინი კვლავ გაიმარჯვებს, ივლისის ბაშოს სოლიდური ბალანსით, ათი გამარჯვებით დაასრულებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი