logo_geo
ჯანო ანანიძე: „სპარტაკთან“ არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ
- +

6 აგვისტო. 2020. 16:09

 

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ვოლგოგრადის „როტორთან“ კონტრაქტი გააფორმა, ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ქართველი ნახევარმცველი „სპარტაკის“ რიგებს 2007-2019 წლებში იცავდა.

 

„ჩემთვის „სპარტაკთან“ მატჩი პრინციპული ნამდვილად არ იქნება, – ციტირებს „როტორის“ პრესსამსახური ჯანო ანანიძეს. – მე კლუბიდან ლამაზად წამოვედი, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. „სპარატაკი“ უკვე წარსულია. მოსკოვურ კლუბთან დასამატკიცებელი არაფერი მაქვს, ხოლო ახალ კლუბში თავის გამოჩენა ნამდვილად მმართებს“.

 

„როტორი“ მოსკოვის „სპარტაკს“ რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში, 26 აგვისტოს, ვოლგოგრადში დაუპირისპირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი