logo_geo
ნიკოლოზ კაჭარავა კვიპროსის „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა
- +

6 აგვისტო. 2020. 16:09

 

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ კაჭარავა კვიპროსის „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა.

 

„ომონიასთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრა თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა 2:1 მოიგო, გადამწყვეტი ბურთი კი 47-ე წუთზე ფამაგუსტას გუნდის 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გაიტანა.

 

თორნიკე ოქრიაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, კაჭარავა კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და გამოსვლიდან ორ წუთში გაიტანა.

 

გიორგი ლორიასა და ბუბა დაუშვილს არ უთამაშიათ.

 

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას „ანორთოსისი“ 8 აგვისტოს „აელთან“ გამართავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი