logo_geo
„თანასწორობა“ - ასეთი მოწოდებით დაუბრუნდა გოგა ბითაძე მოედანს
- +

7 აგვისტო. 2020. 14:23

 

 

 

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ორლანდოს „დისნეი ლენდში“ „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ ითამაშა და 99:114 დამარცხდა. ამ მატჩში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ხუთთვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ქართველი კალათბურთელი, „ინდიანას“ ცენტრი გოგა ბითაძე.

 

მას ზურგზე, გვარის ადგილას ლათინური ასოებით ეწერა – Equality, რაც თანასწორობას ნიშნავს.

 

იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 11 წუთი ითამაშა, 3 ქულა და თითო მოხსნა-დაფარება მიითვალა. გოგამ 2-2 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა, საიდანაც თითო გამოიყენა.

 

მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ბროგდონი გახდა – 25 ქულა.

 

„ინდიანა“ მომდევნო მატჩს 9 აგვისტოს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი