logo_geo
კორონავირუსმა ფეხბურთს ისევ შეუტია
- +

12 აგვისტო. 2020. 13:28

 

 

ორი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ „ატლეტიკოს“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა მოგვიანებით, დაასახელეს დაინფიცირებული ფეხბურთელები – მცველი შიმე ვრსალკო და ნახევარმცველი ანხელ კორეა.

 

ამის შემდეგ, ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა ცნობები გუნდებში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ.

 

ლა ლიგას კიდევ ერთმა გუნდმა „ვალენსიამ” დაადასტურა ორი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ. ჩემპიონატის სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, ისინი შინ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

 

გარდა ამისა, კორონავირუსის ერთი შემთხვევაა „ბეტისში“. ინფექცია აქვს ძირითადი შემადგენლობის წევრს, თუმცა, მისი ვინაობა არ გამჟღავნებულა.

 

ასევე ორი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა ნიდერლანდურმა „ფეიენოორდმა“.

 

ბოლო ინფორმაციით კი სამი ფეხბურთელია კორონავირუსით ავად „ალავესში“.

 

და კიდევ, კორონავირუსის გამო გაუქმდა ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდის ფინალური მატჩი ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდსა“ და კოსოვოს „დრიტას“ შორის. მიზეზი კოსოვური კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელის დაინფიცირებაა. უეფა მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას – როდის ჩატარდება პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასასვლელი მატჩი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი