logo_geo
შესაძლოა, „როტორში“ ზურიკო დავითაშვილიც გადავიდეს
- +

13 აგვისტო. 2020. 11:47

 

 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა, შესაძლოა, კარიერა ვოლგოგრადის „როტორში” გააგრძელოს, – ინფორმაციას გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ ავრცელებს.

 

„ქართველ ფეხბურთელს ვოლგოგრადის კლუბში წასვლა იჯარით შეუძლია. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში „რუბინში“ 26 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ლეონიდ სლუცკის მოსვლის შემდეგ, ზურიკომ „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი თანდათან დაკარგა. ჩემპიონატის დასასრულს, დავითაშვილს ძირითადიდან არც ერთი მატჩი არ დაუწყია და მოედანზე შეცვლებიდან შედიოდა“, – წერს გამოცემა.

 

ვოლგოგრადულ კლუბში აქამდე სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხებოდა – ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი