logo_geo
აზიის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები წელს არ გაიმართება
- +

13 აგვისტო. 2020. 12:27

 

 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები აზიის ზონაში 2021 წლისთვის გადაიდო, – ამის შესახებ დაწერა ფიფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა.

 

COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფიფა-მ და აზიის საფეხბურთო კონფედერაციამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში დანიშნული მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2023 წლის აზიის თასის შესარჩევი მატჩები 2021 წლისთვის გადაიტანონ.

 

ყველა მონაწილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ფიფა და აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია აგრძელებენ ერთობლივ მუშაობას და აკვირდებიან რეგიონში სიტუაციას, რათა განსაზღვრონ საკვალიფიკაციო მატჩების ახალი თარიღები“, – წერია ფიფა-ს განცხადებაში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი