logo_geo
25-წლიანი პაუზის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია
- +

13 აგვისტო. 2020. 18:18

 

 

25-წლიანი პაუზის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. პარიზელები „ატალანტასთან“ მარიო პაშალიჩის გოლის გამო მარცხდებოდნენ, თუმცა, შეხვედრის ბოლოს, 149-წამიან ინტერვალში, მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

 

„პსჟ“-ს შემადგენლობაში თავი მარკინიოსმა და ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ნეიმარი დასახელდა, რომელიც ლიგის ნახევარფინალში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

 

„ატალანტას” გავარდნის შემდეგ, იტალიის სერია A-ს ლიგის წლევანდელ გათამაშებაში წარმომადგენელი აღარ დარჩა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი