logo_geo
ლევან კობიაშვილმა ფიფას სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

14 აგვისტო. 2020. 14:21

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფიფა-ს პრეზიდენტის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,

 

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მონაწილეებს COVID-19-თან დაკავშირებით ფიფა-ს გადაწყვეტილებების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. ფედერაციების ხელმძღვანელებმა კი, ფიფას წარმომადგენლებს საკუთარ ქვეყანაში პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება გააცნეს.

 

ლევან კობიაშვილმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში პროფესიული და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების აღდგენის შესახებ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგულარულად განაგრძობს კონსულტაციებს COVID-19-თან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, როგორც ფიფას-თან, ისე უეფასთან.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ –  გერმანიის, ავსტრიის, ლიხტენშტეინის და ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები. ასევე ფიფას წარმომადგენლები, მათ შორის, გენერალური მდივანი ფატმა სამურა და გენერალური მდივნის მოადგილე მატიას გრაფსტრიომი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი