logo_geo
პრემიერლიგაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი აირჩიეს
- +

14 აგვისტო. 2020. 18:48

 

 

„ლივერპულის“ განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

 

21 წლის წლის ინგლისელმა მიიღო პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისის ჩემპიონატის 23 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს. გამოკითხვაში მონაწილეობენ საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები.

 

ალექსანდერ-არნოლდის გარდა, ნომინაციაში გამარჯვებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ ჯეკ გრილიში („ასტონ ვილა“), მეისონ გრინვუდი, მარკუს რეშფორდი, ანტონი მარსიალი (ყველა – „მანჩესტერ იუნაიტედი“), დინ ჰენდერსონი („შეფილდი“), მეისონ მაუნტი, კრისტიან პულიშიჩი (ორივე – „ჩელსი“).

 

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

„ლივერპული“ პირველად ბოლო 30 წელიწადში ინგლისის ჩემპიონი გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი