logo_geo
''როცა ბავშვები გიყურებენ, საქმე კარგად უნდა გააკეთო'' - დვალიშვილი მედიასთან ჩოხით წარდგა
- +

17 აგვისტო. 2020. 20:37

 

 

UFC 252-ის ფარგლებში, წყვილში ფავორიტად შერაცხულმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქ წონაში მე-12 ადგილზე მყოფი ჯონ დოდსონი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა. სამივე რაუნდი ქართველის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილს ბრძოლის პარტერში გადაყვანის 20 მცდელობა ჰქონდა, რომელთაგან ორი წარმატებით დაასრულა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

 

დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა. ერთ-ერთი კომენტარის გაკეთებისას ქართული ტრადიციული სამოსით, ჩოხით წარდგა მედიის წინაშე: ''მე საქართველოდან ვარ და ეს ჩვენი ტრადიციული სამოსია.

 

UFC-ში ჩემს გუნდსა და სამშობლოს წარმოვადგენ. როცა იცი, რომ ბევრი ბავშვი გიყურებს, საქმე კარგად უნდა გააკეთო და როცა შენს ამოცანას კარგად შეასრულებ, დასვენების დრო დგება, მაგრამ ხვალ გაიღვიძებ და ფიქრს ბრძოლაზე იწყებ. ვიფიქრებ, რომ უნდა ვივარჯიშო, მაქსიმალურად კარგად მოვემზადო, პროგრესი ვაჩვენო''.

 

ჟურნალისტის კითხვა შონ ო'მალის ეხებოდა. რატომ სურს ქართველს მასთან ბრძოლა? დვალიშვილის პასუხი ასეთია: ''ეს დიდი გამოწვევაა. მე საკუთარი თავის მჯერა და ვგრძნობ, რომ ჩემს თანაგუნდელებს ჩემი გამარჯვების სჯერათ. რეიტინგში უკვე ძალიან ახლოს ვართ, მე მე-15 პოზიციაზე ვარ, შონ ო'მალი კი მე-14 ადგილს იკავებს.

 

მებრძოლი ვარ, შიში არ მაქვს არავის და არაფრის მიმართ. ვიდრე ზედიზედ ხუთ ბრძოლას მოვიგებდი, ორჯერ დავმარცხდი, თუმცა ვისწავლე და პროგრესი ვაჩვენე''.

 

წარსულში დვალიშვილი MMA-ში გამოდიოდა. მის ანგარიშზე 11 მოგება და 4 მარცხია. რაც შეეხება UFC-ში გამოსვლას, საწყისი ორ ბრძოლა მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებებით დათმო, შემდეგ კი ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი