logo_geo
გოშთელიანი ბულგარეთში გადავიდა - „ყველამ კარგად იცის, ჩემთვის „საბურთალო“ რას ნიშნავს“
- +

28 აგვისტო. 2020. 11:57

 

 

„საბურთალო“ თავდამსხმელმა გურამ გოშთელიანმა დატოვა – 23 წლის ფეხბურთელი კარიერას ბულგარეთის პირველი დივიზიონის ბლაგოევგრადის „პირინში“ გააგრძელებს, რომლის მიზანიც მთავარ ლიგაში გადასვლაა.

 

ფეხბურთელი „საბურთალოს“ აღზრდილია და კლუბიდან წასვლისას მის მიმართ მადლიერება გამოხატა.

 

„ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩემთვის „საბურთალო“ რას ნიშნავს – მიყვარს ყველაფერი, რაც ამ გუნდთან ერთად გამოვიარე! მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს გურამ გოშთელიანი.

 

23 წლის თავდამსხმელი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ლიდერი – უთამაშია 17, 19 და 21-წლამდელების ნაკრებში. „საბურთალოს“ გარდა მცირე ხნით მხოლოდ გორის „დილას“ ფეხბურთელი იყო, სადაც იჯარით 2019 წლის მეორე ნახევარი ითამაშა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი