logo_geo
პეპ გვარდიოლა ბარსელონაშია და ლეო მესისთან შესახვედრად ემზადება
- +

29 აგვისტო. 2020. 16:20

 

 

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბარსელონაში იმყოფება და Marca“-ს ინფორმაციით, ლიონელ მესისთან შესახვედრად ემზადება.

 

როგორც ირკვევა, არგენტინელ ფორვარდს უკვე ბოლომდე აქვს გადაწყვეტილი „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და ყველაზე ახლოს 33 წლის ფეხბურთელის შეძენასთან ინგლისური კლუბია.

 

„The Telegraph“-ის ცნობით, ტრანსფერში მონაწილეობას მიიღებს სერხიო აგუეროც, რომელიც შეეცდება, მესი დაარწმუნოს, რომ „სიტიში“ გადაბარგდეს. არგენტინელები, დიდი ხანია, მეგობრობენ და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, რეგულარულად საუბრობენ ერთმანეთთან.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი