logo_geo
დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის
- +

30 აგვისტო. 2020. 19:53

 

 

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა აცნობა თანაგუნდელებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს კარიერას, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა „სპორტი“.

 

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მომავალ კვირას გაემგზავრება ინგლისში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დაასრულებს მანჩესტერელთა რიგებში გადასვლის პროცედურას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „აიაქსი“ ვან დე ბეეკს 55 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელზე ასევე პრეტენზიას აცხადებდა „ბარსელონა“, მაგრამ კატალონელებმა ვერ შეძლეს ნიდერლანდელის შეძენა, ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის თხოვნის მიუხედავად.

 

23 წლის ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აღზრდილია. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ნიდერლანდების ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა, რასაც ექვსი შედეგიანი პასი დაუმატა. მისი კონტრაქტი „აიაქსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი