logo_geo
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება
- +

31 აგვისტო. 2020. 14:40

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არ დატოვებს პარიზულ კლუბს.

 

„პსჟ“-ში ვრჩები. ისევ მინდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნება და იქ გამარჯვება. ჩემთვის მოტივაციაა აზრი იმის შესახებ, რომ კლუბის ისტორიაში შევიდე. პირადი ჯილდოები არ მაინტერესებს, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი – ჩემს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება.

 

ეს ზაფხული ძალიან მძიმე გამოდგა, ბევრი სირთულე გავიარეთ, მაგრამ სრულად გავიღეთ ძალები გუნდის სასარგებლოდ. იმედია, „პსჟ“ გააგრძელებს ზრდას და ჩვენ მოვიგებთ ტიტულებს, რომლებიც აქამდე არ გვქონია“, – განაცხადა ნეიმარმა.

 

ბრაზილიელის კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. გასულ სეზონში 28 წლის ფორვარდმა 27 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი