logo_geo
„ბარსელონას“ პატარა ფანი ატირდა, როცა ლიონელ მესი კლუბის ბაზაზე არ გამოცხადდა
- +

31 აგვისტო. 2020. 18:12

 

 

კვირას, „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადების წინ, სამედიცინო შემოწმება და კორონავირუსზე ტესტი გაიარეს. საწვრთნელ ბაზაზე გუნდის კაპიტანს ლიონელ მესისაც ელოდნენ, მაგრამ არგენტინელი აუცილებელ პროცედურაზე არ გამოცხადდა.

 

ბაზასთან ახლოს, გზაჯვარედინზე ლეოს პატარა გულშემატკივარი ელოდებოდა, რომელიც ფორვარდის მაისურში იყო გამოწყობილი. ბიჭი დიდხანს ელოდა თავის კერპს, მაგრამ ის არ გამოჩნდა, რის შემდეგაც პატარა ფანმა ტირილი დაიწყო.

 

ცნობილია, რომ მესი არ აპირებს დაბრუნებას. ახალი ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა მეორე ფაქსი გაუგზავნა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას კონფლიქტის გარეშე კონტრაქტის გაწყვეტის თხოვნით. ლეოს არ სურს თავის საყვარელ კლუბთან ურთიერთობის გაფუჭება და სასამართლო პროცესი, რადგან დარწმუნებულია, რომ სარჩელი გაანაწყენებს გულშემატკივრებს. ამასთან, ლა ლიგა გამოვიდა განცხადებით: მესის კონტრაქტი ჯერ ისევ მოქმედია.

 

„ამ მომენტისთვის კონტრაქტი მოქმედია, მასში გაწერილია გამოსასყიდი თანხა იმ შემთხვევისთვის, თუ ლიონელ მესი გადაწყვეტს ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაუქმებას“, – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გამოსასყიდი თანხის ოდენობა 700 მილიონ ევროს შეადგენს.

 

ლეოს კვლავაც სურს კლუბის პრეზიდენტთან ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრა, მაგრამ ეს უკანასკნელი გაურბის მოლაპარაკებას და არგენტინელს მხოლოდ ახალი კონტრაქტის განსახილველად შეხვდება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი