logo_geo
გიორგი მიქაუტაძე : ვლაპარაკობ ქართულად და ჩემი ორივე მშობელი ქართველია
- +

1 სექტემბერი. 2020. 11:50

 

 

ბელგიის პირველი დივიზიონის დებიუტანტის, ლიეჟის „სერაინგის“ მოთამაშის, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის დებიუტს დიდი რეზონანსი მოჰყვა – 19 წლის ქართველმა თავდამხმელმა, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, ორ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და დებიუტანტი გუნდი გაალიდერა. „ნიუსბლადმა“ მისი დებიუტი მოკლედ შეაფასა – „19 წლის მიქაუტაძის ფენომენალური სტარტი“. მიქაუტაძე ამ სეზონში „მეციდან“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად აიყვანეს – ისევე როგორც ამ გუნდის კიდევ ხუთ ფეხბურთელი „ვოეტბალკრანტის“ ქართველმა მოთამაშემ დებიუტზე და ქართულ ფესვებზე ილაპარაკა.

 

„შემეძლო საფრანგეთში დავრჩენილიყავი, მაგრამ ლიგა 1-ში დიდი სათამაშო დრო არ მქონდა. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია თამაში და მაშინვე დავრწმუნდი, რომ პროექტი, რომელიც „სერაინგმა“ შემომთავაზა, გამართლებულია“, – ამბობს გიორგი.

 

მიქაუტაძემ პირველ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა:

 

„თავისთავად გოლის გატანა შესანიშნავია, რომ აღარაფერი ვთქვათ ოთხი გოლის გატანაზე. ასე იყო 17-წლამდელების გუნდიდან მოყოლებული. მაგრამ მე თავდამსხმელი ვარ და გატანა ჩემი საქმეა“.

 

წერილში გიორგის სამშობლოც ახსენეს – ის საფრანგეთში გაიზარდა, მაგრამ მას ქართული ფესვებიც აქვს. ითამაშებს თუ არა ის მალე საერთაშორისო სარბიელზე?

 

„ერთხელ ასაკობრივ ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ ეს საფრანგეთის ნაკრები იყო. მე ორივე ქვეყანას ვგულშემატკივრობ. ვლაპარაკობ ქართულად და ჩემი ორივე მშობელი ქართველია”.

 

გამოცემა „მეცის“ წარმომადგენლის კომენტარსაც აქვეყნებს, რომელსაც სჯერა 19 წლის თავდამსხმელის და ამიტომ მოხარულია, რომ მას კარგი კარგი სტარტი ჰქონდა:

 

„ჟორჟი ძალიან მიზანდასახული და სწრაფი თავდამსხმელია. „სერაინგში“ მისთვის შესანიშნავ დროს მივიდა და მზად არის, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. საბოლოო მიზანი კი „მეცში“ დაბრუნებაა. მას უნდა იყოს და იქნება კიდევ წარმატებული საფრანგეთის მთავარ ლიგაში”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი