logo_geo
ლიანა ჯოჯუა 24 ოქტომბერს მირანდა მავერიკს დაუპირისპირდება
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:29

 

 

ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე რიგით მესამე ბრძოლას 24 ოქტომბერს, UFC 254-ის ფარგლებში, კვლავ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს.

 

ლიანას მეტოქე მირანდა მავერიკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ჯოჯუას კარიერაში სულ 11 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან რვა ლიანას გამარჯვებით დასრულდა. UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა სარა მორასთან დათმო, რის შემდეგაც ეფექტური მტკივნეული ილეთით რუმინელი დიანა ბელბიტა დაამარცხა.

 

ჯოჯუას მეტოქეს, 23 წლის მირანდა მავერიკს, კარიერაში სულ შვიდი ბრძოლა აქვს მოგებული. ორ დაპირისპირებაში კი მან მარცხი განიცადა. მავერიკისთვის ჯოჯუასთან ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იქნება.

 

UFC 254-ის მთავარი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი