logo_geo
ტოჩინოშინის მეორე ბრძოლა - ქართველ სუმოისტს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა
- +

14 სექტემბერი. 2020. 13:38

 

 

 

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ჯერჯერობით მოგების გარეშეა ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი.

 

ტურნირის მეორე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ტეროცუიოში იყო. ქართველმა მებრძოლმა მსუბუქწონოსანი მეტოქის მავაშის აღება მოახერხა, თუმცა დოჰიოს სივრცე აღარ ეყო და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

 

ტოჩინოშინის ბალანსი აკი ბაშოზე 0:2 გახდა. ხვალ, 15 სექტემბერს მისი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ჯერჯერობით ასევე არ აქვს გამარჯვება. ლევან გორგაძეს წოდებაში დასაწინაურებლად ტურნირზე დადებითი ბალანსის, მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვება სჭირდება

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი