logo_geo
გიორგი ჩაკვეტაძეს მწვრთნელი ისევ შეუცვალეს
- +

15 სექტემბერი. 2020. 11:39

 

 

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში ისევ ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნეს – ბელგიის ჩემპიონატის ახალ სეზონი ვიცე-ჩემპიონმა „გენტმა“ ძალიან ცუდად დაიწყო და გუნდის ხელმძღვანელებმა რუმინელი ლასლო ბოლონი გაათავისუფლეს, მის დროებით შემცვლელად კი ახალგაზრდა ვიუ დე დეკერი დანიშნეს, რომელიც „ანტვერპენს“ ავარჯიშებდა.

 

სეზონის დასაწყისში გუნდი დანიელმა ჯეს ტორუპმა დატოვა, ლასლო ბოლონიმ კი - სულ რაღაც 25 დღეში. „გენტის“ პრეზიდენტმა, ივან დე ვიტმა პრესკონფერენცია გამართა და აღიარა, რომ რუმინელი მწვრთნელის არჩევისას ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა.

 

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო, გვინდოდა, გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიგვეღო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. ლასლო ბოლონი შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია, მაგრამ კლუბის კულტურასთან შედარებით, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ხედვასთან შედარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის მისაღები ფიგურა არ იყო“, – ამბობს ივან დე ვიტი.

 

მისი თქმით, „გენტის“ მენეჯმენტი ახალი მწვრთნელის შერჩევას დაუყოვნებლივ არ შეეცდება და ვიუ დე დეკერის საქმიანობას დააკვირდება:

 

„დე დეკერი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია მომავალში თავი გამოავლინოს. მან ეს უკვე დაადასტურა „ანტვერპენში“, რომელიც პირველი დივიზიონის ჩემპიონი გახადა. ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის გუნდს იცნობს და აქვს თვისებები, რომ „გენტი“ ხელში აიყვანოს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი