logo_geo
ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება შემოდგომის ბაშოზე
- +

15 სექტემბერი. 2020. 12:58

 

 

შემოდგომის ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

 

ქართველი მებრძოლის მეტოქე ასევე მე-4-ე მაეგაშირა იუტაკაიამა იყო, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ლევანს 3:0 ჰქონდა უპირატესობა და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია.

 

ტოჩინოშინმა სასტარტო შეჯახებისთანავე ვიზავისთან ცუპარები გაცვალა, იუტაკაიამა დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

 

ლევან გორგაძემ აკი ბაშოზე პირველად მოიგო და მისი ბალანსი 1:2-ზეა. ხვალ მისი მეტოქე გამოცდილი ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი 12:7-ს უგებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი